თსუ-ს  რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედია“ იქმნება

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედია“ იქმნება.

ენციკლოპედია 4 ტომად გამოიცემა და მასზე თსუ-ის მეცნიერები, მკვლევრები, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმუშავებენ.

თსუ-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა თსუ-ს რექტორმა საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს გააცნო და განაცხადა, რომ შეიქმნება სარედაქციო კომისია, რომელიც ოთხტომეულის გამოცემაზე იმუშავებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ ენციკლოპედია მნიშვნელოვანი მასალა იქნება მკვლევრებისთვის და საინტერესო საკითხავი ნებისმიერი მკითხველისთვის. ოთხტომეულში გაერთიანდება ყველა ფაქტი, მოვლენა, სახე, სახელი, რომელიც უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და რომელთაც დიდწილად განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. მასში თავს მოიყრის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი და შეუსწავლელი მასალა, რომელიც ინახება თსუ მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებსა და ფაკულტეტებზე“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მათივე ცნობით, ენციკლოპედიასთან ერთად იგეგმება თსუ-ის ისტორიის ცალკე გამოცემა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საჩუქრად გადაეცემათ.

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ას წელზე მეტია სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაზღვრავს ქვეყანაში მეცნიერებისა და განათლების განვითარებას. აღნიშნული ინიციატივა ერთის მხრივ, გააცნობს თსუ სტუდენტებს უნივერსიტეტის შექმნისა და არსებობის იდეას, ამავე დროს, იმ ადამიანების ღვაწლს, რომლითაც დღემდე ქვეყანა ამაყობს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე