არჩილ თალაკვაძე - თუ რადიკალური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანდება, სიმართლესთან უფრო ახლოს იქნებიან - ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადებით და მზად ვართ, პასუხისმგებლობა მომავალზეც ავიღოთ

თუ რადიკალური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანდება, სიმართლესთან უფრო ახლოს იქნებიან - მათ ახლა სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, მაგრამ ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ერთ კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანდება თუ ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას, ეს დიამეტრალურად არაფერს შეცვლის.

„ჩვენ რადიკალური ოპოზიცია დავამარცხეთ გაერთიანებული და დავამარცხეთ ცალ-ცალკეც. შესაბამისად, აქედან რაღაც დასკვნა უნდა გამოეტანათ, ან აწი უნდა გამოიტანონ. ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადებით და მზად ვართ, პასუხისმგებლობა მომავალზეც ავიღოთ. დანარჩენი ოპოზიციის საქმეა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმასაც ამბობს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგა და მათ დაძახილსა და მიწვევაზე არავინ მიდის“.

„უფრო მეტიც, აქციებიდან აგდებენ! ნახეთ, პარლამენტის წინ მოქალაქეებმა ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები როგორ გააგდეს და მიკროფონები ჩამოართვეს. რასაც მთელი ოპოზიცია ვერ კრებს, უბრალო მოქალაქეები საკუთარი ორგანიზებით იმაზე ბევრად მეტი იკრიბება და თავის სათქმელს ამბობს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს