ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ  ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „ახალგაზრდობა და მედია“ ერთხმად მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „ახალგაზრდობა და მედია” ერთხმად მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს მედიაგარემო განავითარონ და ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია და ციფრული უსაფრთხოება უზრუნველყონ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე თამარ ტალიაშვილს „ახალგაზრდობა და მედია“ რეზოლუციის ინიცირებისთვის და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ ევგენია კრავჩუკმა რეზოლუცია - „ახალგაზრდობა და მედია“ წარმოდგენისას თავისი გამოსვლა საქართველოს ელჩისადმი მიმართვით დაიწყო და განაცხადა, რომ 2021 წლის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რეზოლუციაზე - „ახალგაზრდობა და მედია“, მომხსენებლად სწორედ თამარ ტალიაშვილი აირჩია, რომელიც იმ დროს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მან ხაზი გაუსვა თამარ ტალიაშვილის როლს ზემოაღნიშნული რეზოლუციის შემუშავების პროცესში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა განაცხადა, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და გამართულ აქტიურ სარეზოლუციო დებატებს მაღალი შეფასება მისცა. დებატების დასასრულს კენჭისყრა გაიმართა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია „ახალგაზრდობა და მედია“ ერთხმად მიიღეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს