მამუკა მდინარაძე - თუ საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან იმის გამო გარიცხავენ, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს კონფერენციაში, სადაც ეროვნულ იდენტობაზეა საუბარი, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ

თუკი ვინმე უნდა ალაპარაკდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ შესაძლოა, „ევროპელ სოციალისტთა“ პარტიული ოჯახიდან გაირიცხოს.

მამუკა მდინარაძემ კოლეგებს მოუწოდა, მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე საკითხის არსი გაარკვიონ.

მისივე განცხადებით, ოჯახისა და ეროვნული სიწმინდეების დაცვისთვის საქართველოს რომელიმე ჯგუფიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დგებოდეს.

„ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ იღებდეს კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი. ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის თუ ჩვენ ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე ნებისმიერთან. და უნდა გვქონდეს ამისი თავი საქართველოში, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ. ყველა ჯგუფის უფლებებს ვიცავთ, მაგრამ თუ ვიღაცების, რაღაც ჯგუფების, პროპაგანდას არ ვეწევით და ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამის გამო არავინ არ უნდა იფიქროს საიდანღაც გარიცხვაზე და სხვაგვარ მუქარაზე. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, იქამდე იქნებ დაგველაპარაკონ რაშია საქმე. ისედაც ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც ჯობია, ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუფში გაირკვეს, სადაც სხვადასხვა პარტიები შედიან მათ შორის „ქართული ოცნებაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ.

როგორც გეგელია აცხადებს, „ქართული ოცნების” პოლიტიკური ალიანსიდან გარიცხვას საკმარისზე მეტი მხარდაჭერა გააჩნია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან