თამარ გაბუნიას განცხადებით, იშვიათი დაავადებების საბჭო სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც უნდა გაიხსნას და სამინისტრო საბჭოს წევრობას მათაც შესთავაზებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იშვიათი დაავადებების საბჭო სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც უნდა გაიხსნას და სამინისტრო საბჭოს წევრობას მათაც შესთავაზებს.

თამარ გაბუნიას თქმით, იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში, ბევრი ინოვაციური მედიკამენტი შეიქმნა, ან შექმნის პროცესშია, მნიშვნელოვანია, რომ იშვიათი დაავადებების მკურნალობისთვის მსჯელობა უფრო ფართო ფორმატში მოხდეს.

„იშვიათი დაავადებების საბჭო სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც უნდა გაიხსნას. ჩვენთვის ცნობილია ორგანიზებული ჯგუფები, არასამთავრობო, სამოქალაქო ჯგუფების სახით, რომლებიც სპინალური ამიოტროფიის, ფენილკეტონურიის, ცისტური ფიბროზის და კიდევ სხვა მიმართულებებით მუშაობენ. ჩვენ მათაც შევთავაზებთ საბჭოს წევრობას, რომ საბჭო იყოს ღია.

ეს იქნება კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ საერთო სურათი დავინახოთ და შემდეგ პრიორიტეტებზეც ერთად ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ იმ გადაწყვეტილებებზე რაც იქნება, ბავშვებისთვის, პირველ რიგში ეფექტური, უსაფრთხო და მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რაც გვინდა რომ მივიღოთ. რაც მთავარია უნდა შევჯერდეთ, რა შედეგების მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებაში და სხვა ბავშვების საჭიროებებიც გავიზიაროთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით