პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს და დღის წესრიგის პროექტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის არ არის.

პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს.

“ჩვენ, პარლამენტის ბიურო სასესიო კვირის დღის წესრიგს ვადგენთ, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში რამდენჯერმე არ შეგვქონდა და წინა კვირას შევიტანეთ. არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, რომლიდანაც რაიმეს ამოღება ხდება. დღის წესრიგის შედგენა ყოველ ჯერზე ხდება, სადაც გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განიხილავს ბიურო, საკითხები დღის წესრიგში შეაქვს. თუ პარლამენტის წევრთა ჯგუფი დღის წესრიგს არ ეთანხმება ან ფიქრობს, რომ საკითხი დასამატებელია პლენარულ სხდომაზე, შეგიძლიათ საკითხის შეტანის საკითხი დააყენოთ. ამაზე ბიურო და პლენარული სხდომა იმსჯელებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. განხილვის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში აისახა, თუმცა კენჭი ვერ ეყარა, რადგან უმრავლესობამ კენსჭისყრის პროცედურის წინ საჭირო რეგისტრაცია არ გაიარა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში