საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს, რის შედეგადაც არჩევნების შედეგები არ შეცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადათვლის ცენტრებში, 28 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები ხელახლა გადაითვალეს.
„პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა და მასზე დაკვირვების შესაძლებლობა ყველა უფლებამოსილ პირს ჰქონდა - როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.
იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც 5-ზე ნაკლები საარჩევნო უბანი იყო, ყველა უბანი გადაითვალეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით, კომისიის სხდომაზე 5 საარჩევნო უბანი გამოავლინეს, აღნიშნული საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები გახსნეს და კენჭისყრის შედეგები ხელახლა დათვალეს.
გადათვლის შედეგად არჩევნების შედეგები არ შეცვლილა. გადათვლა ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ პირველ მაისს განახორციელა“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"