აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე - გვითხრეს, რომ მედიკამენტის შემოსატანად პროტოკოლი 10 ივნისამდე დამტკიცდება, ამის შემდეგ კი ფინანსთა სამინისტრო წამლის შემოტანის საკითხს ერთ დღეში დააფინანსებს

იშვიათი დაავადების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ერთ-ერთი მშობლის, მაკო გოჩიაშვილის განცხადებით, პროტოკოლი მედიკამენტის შემოსატანად 10 ივნისამდე დამტკიცდება, „ხოლო ფინანსთა სამინისტრო წამლის შემოტანას ერთ დღეში დააფინანსებს, როდესაც ყველაფერი მზად იქნება“.

„ექიმების სამუშაო ჯგუფს შევხვდით, რომელიც პროტოკოლის შექმნაზე მუშაობს. ვიცით, რომ პროტოკოლი 10 ივნისს უკვე დასრულებული იქნება. ასევე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლისგან, რომელიც დღეს შეხვედრას ესწრებოდა, ვიცით, რომ მათი მხრიდან 1 დღეში დაფინანსდება წამალი, როდესაც ყველაფერი მზად იქნება. ამასთან, „ბიომარინთან“ კომუნიკაცია აქტიურ ფაზაშია. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კი გარანტია მოგვცა, რომ მინიმუმ 2 მშობლის ჩართვა ყოველ კვირას, საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფში იქნება გათვალისწინებული. ეს ჩვენთვის იმის გარანტია, რომ პროცესების თანმდევი ვიქნებით და რაიმე გადაცდომა არ გაგვეპარება“, - განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება