გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კახაბერ კამლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

პროცესზე დაცვის მხარე კახა კამლაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

ცნობისთვის, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს და ორი პირი დაჭრეს. ფაქტზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორ კახაბერ კამლაძეს თავდაპირველად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების მუხლებით ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა - დღეს მას პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა