ვანო მაჭავარიანი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპამ საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი უშიშროების მდივნის ყოფილ მოადგილეს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. მეტიც, აღდგება ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა.

ამ თემაზე უკვე ბევრი ითქვა. იმის გამო, რომ საკითხი მრავალგანზომილებიანია, ბევრ თემაზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება, მაგრამ, მოდით საუბარი მომხდარის შეფასებით დავიწყოთ...

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელთანაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა გამომდინარე მისი აგრესიისა 2008 წელს, მას ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს და რეალურად ამ ქვეყანასთან საომარი მოქმედების პირობებში ვართ.

გარდა ამისა, ამას ემატება რუსეთის ის აგრესია უკრაინის მიმართ, რის გამოც მსოფლიო მიერ რუსეთის მოქმედება არის დაგმობილი, ის არის სანქცირებული და გამოცხადებულია აგრესორ და ოკუპანტ ქვეყნად.

ამ სიტუაციაში, ჩვენ პუტინისგან ამ ჟესტით ვიღებთ გარკვეულ კომპლიმენტს იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გვაქვს უკრაინის ომთან დაკავშირებით. მოსკოვისთვის ცხადია ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ არის ცალსახად უკრაინის მხარეს.

ჩვენ პუტინისგან ამ ჟესტით ვიღებთ გარკვეულ კომპლიმენტს იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გვაქვს უკრაინის ომთან დაკავშირებით. მოსკოვისთვის ცხადია ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ არის ცალსახად უკრაინის მხარეს

რუსეთის მიმართ სანქციების არ დაწესებით და რუსეთის ქმედებების არ დაგმობით კრემლისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღებია. მმართველი გუნდის ელიტაში რუსეთის მიმართ ლოიალური განწყობებია.

პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან მოყოლებული ჩვენ საქართველოს ხელისუფლებიდან ვისმენთ რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებს.

ამიტომ, პუტინის გადაწყვეტილება მიბმულია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასთან, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის გაზრდასთან, რუსეთიდან საქართველოში ფინანსურ შემოდინებებთან.

როგორც ჩანს, პუტინის გადაწყვეტილება ლობირებულია ქართული და რუსული ბიზნესელიტების მიერ. რუსეთმა მხარი დაუჭირა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც უნდა განავრცოს საქართველოზე მისი გავლენის ზრდა. პუტინის გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ, საქართველო უფრო რუსეთს ებმება, ვიდრე ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს.

რუსეთმა მხარი დაუჭირა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც უნდა განავრცოს საქართველოზე მისი გავლენის ზრდა. პუტინის გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ, საქართველო უფრო რუსეთს ებმება, ვიდრე ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს

- ბრძანეთ, რომ თქვენ პუტინის გადაწყვეტილების უკან რუსული და ქართული ბიზნესის ინტერესები დაინახეთ...

- ოცა საუბარია ო ქვეყანას შორის მიმოსვლაზე, ეს, რა თქმა უნდა, რუსული ბიზნესის ინტერესებშია, ასევე იმ ქართული კომპანიების ინტერესებშია, რომლებსაც ბიზნესი რუსულ ბაზარზე აქვს აწყობილი და უკრაინაში ომის შემდეგ გაფართოებული.

უკრაინაში ომის ფონზე გაზრდილია რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური აქტივობა, სწორედ იმათთვის, ვინც არიან საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეები, ისინი არიან დაინტერესებული ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით და ფინანსური ნაკადების ზრდით.

როცა საუბარია ქვეყანას შორის მიმოსვლაზე, ეს, რა თქმა უნდა, რუსული ბიზნესის ინტერესებშია, ასევე იმ ქართული კომპანიების ინტერესებშია, რომლებსაც ბიზნესი რუსულ ბაზარზე აქვს აწყობილი და უკრაინაში ომის შემდეგ გაფართოებული

რთული წარმოსადგენია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთში ტურისტებად დაიწყონ სიარული. ვითარებაში, როცა რუსეთის მოქალაქეები რუსეთიდან გამოსვლას თავად ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის დასასვენებლად, ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ ნიჟნი ტაგილში, ან ულან-უდეში, წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, პუტინის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საქართველოს მიმართ მოსკოვის იმ ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკის ხელშეწყობას, რასაც ხელს ჩვენი ხელისუფლებაც უწყობს.

ფაქტობრივად, პუტინის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საქართველოს მიმართ მოსკოვის იმ ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკის ხელშეწყობას, რასაც ხელს ჩვენი ხელისუფლებაც უწყობს

აქ, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გაუადვილდეთ საქართველოში მიმოსვლა.

- ამ თემაზე უკვე ბევრი კომენტარი გაკეთდა, ზოგი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება რუსეთის სასოწარკვეთილებაზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე სხვა რამეზე.

ზოგის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა საქართველოს ხელისუფლებისათვის „მორჩილების საჩუქარი.“

ამ თემაზე ხელისუფლების განცხადებები როგორ მინიმუმ, დამაჯერებლად არ გამოიყურება. განცხადებებმა გააღრმავა აზრი, რომ პუტინს ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართულებით მანამდეც დგამდა ნაბიჯებს.

რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამდი - ვის უფრო აწყობს პუტინის ეს გადაწყვეტილება - საქართველოს, თუ რუსეთს?

- ყოველთვის არსებობს რამდენიმე ასპექტი ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღება რუსეთის მხრიდან იმ ქვეყნების მიმართ, რომელსაც ის თავისი გავლენის სფეროებს უწოდებს.

აქ, მთავარია ის რეალობა, რომლიდანაც ისინი გამოდიან, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობები და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ინტერესები. ვხედავთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაასმაგებულია. ეს არის ის, რაც რუსეთის ინტერესებშია.

ეს გარკვეულ წილად გახლავთ „გამართლება“ იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჰქვია ხელის არშეშლა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის. საქართველოში მყოფი რუსების უმრავლესობა არ არიან ტურისტები. ისინი აქ ფაქტობრივად აგრძელებენ ეკონომიკურ აქტიურობას. ფაქტია, რომ მათ საქართველოს გამოყენებით უნდა თავისი საქმიანობის გაფართოება კონკრეტულ სფეროებში.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ პოლიტიკური ჟესტი. ვიზიარებ პოზიციას, რომ პუტინმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას დაუფასა უკრაინასთან დაკავშირებით წარმოებული პოლიტიკა.

ვიზიარებ პოზიციას, რომ პუტინმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას დაუფასა უკრაინასთან დაკავშირებით წარმოებული პოლიტიკა

ეს ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ რუსეთმა საქართველოს საზოგადოებაში შემოიტანოს საზოგადოების გახლეჩის თემა. რუსეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო „დაყავისა“ და „იბატონეს“ პრინციპი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოებაში უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. ამას მიება ბიზნესი. ამას ხელი შეუწყო მუდმივად იმაზე საუბარმა, რომ „გლობალური ძალებს“ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებობს საზოგადოება, რომელსაც კარგად ახსოვს ისტორია, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების ოკუპაცია.

რუსეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო „დაყავისა“ და „იბატონეს“ პრინციპი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოებაში უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. ამას მიება ბიზნესი. ამას ხელი შეუწყო მუდმივად იმაზე საუბარმა, რომ „გლობალური ძალებს“ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ

რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მოსკოვმა იცის, რომ ეს ევროპის დედაქალაქებში გამოიწვევს გარკვეულ გაუგებრობას და დადასტურებას იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო რუსეთზეა ორიენტირებული, ვიდრე ევროკავშირზე.

ეს თავისთავად გააჩენს ევროპის ქვეყნებს სკეპტიციზმს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამას ემსახურება „ქართული ოცნება“ და ამას მიზანმიმართულად აკეთებს. მათთვის ამ ეტაპზე მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება. როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდს მიაჩნია, რომ მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე ევროკავშირთან მეგობრობით.

როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდს მიაჩნია, რომ მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე ევროკავშირთან მეგობრობით

„ქართულ ოცნებას“ კარგად ესმის, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებაზე კონტროლის დაკარგვა მათ ძალაუფლებას არ შეანარჩუნებინებს.

- პუტინის გადაწყვეტილებებზე ხელისუფლების განმარტებებმა დროში აცდენილი კომენტარების შთაბეჭდილება დატოვა. საუბარი იმაზე, რომ ადრე დასავლეთი გვირჩევდა რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, აშკარად დროშია აცდენილი, რადგან ამგვარ რეკომენდაციებს თბილისი ევროპელი პარტნიორებისგან უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე ურჩევდა.

ახლა გარეთ 2023 წელია და უსასტიკესი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რომელშიც ლამის მთელი დასავლეთი უკრაინის მხარესაა. მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვლილია.

ვითარებაში, როცა ახლა საქართველოსთვის ევროკავშირისა და ნატოს კარი ფართოდაა ღია, იმით, რომ ჩვენი ხელისუფლება მიესალმა პუტინის გადაწყვეტილებას, თქვენი აზრით, ამ განცხადებებით რა გზავნილი მიიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა?

- ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვისმენთ “ქართული ოცნებიდან“ ზუსტად ასახავს იმას, რაც ჩვენს თავზე ხდება. წინა წლებში ევროპულ რეკომენდაციებთან იმის შედარება, ახლა რა ვითარებაშიცაა რუსეთი, როგორც მინიმუმ, გაუგებარია, რადგან ახლა რუსეთი სრულ იზოლაციაშია. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომელთა გაერთიანებისკენაც მიილტვის საქართველო.

ამიტომ, ცხადია, რომ პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებები დროშია აცდენილი და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იმ პროპაგანდის გამართლებას, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან გვესმის.

ცხადია, რომ პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებები დროშია აცდენილი და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იმ პროპაგანდის გამართლებას, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან გვესმის

ამგვარი პროპაგანდა მიმართულია დასავლეთის წინააღმდეგ. და ეს მაშინ, თითქოს რუსეთმა არ დაჰყო საქართველო სამ ნაწილად და ახლა თბილისს აიძულებს აღიაროს „ახალი რეალობა“, ანუ ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“. პრაქტიკულად ამაზე გვესაუბრებიან ხელისუფლების „მოლაპარაკე თავები“.

ამ თვალსაზრისით განსხვავებული და მართებული გახლდათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საზოგადოებას ეშლება, ოპოზიციურ ძალებს ეშლებათ, პრეზიდენტსაც ეშლება და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება და ივანიშვილია ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას კი არ ატარებს, რასაც აკეთებს, უფრო ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმა და რუსეთის „ფოჩიან კანფეტების“ მიღებაზე თანხმობის მიცემაა.

ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას კი არ ატარებს, რასაც აკეთებს, უფრო ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმა და რუსეთის „ფოჩიან კანფეტების“ მიღებაზე თანხმობის მიცემაა

ფაქტი კი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა წინსვლა, მომავალი. რუსეთი გვთავაზობს მხოლოდ წარსულს. უფრო საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის სურათს. არადა, ვხედავთ, რომ რუსეთიდან რუსები თავად გამორბიან.

თუ რამხელა ნაკადებია საქართველოში რუსების ჩამოსული ვხედავთ. წარსულსა და რეპრესიებში თავად რუსებს არ უნდათ ცხოვრება. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების მოქმედებით, ფაქტობრივად, ამ სივცეს თანხმობას ვუცხადებთ.

რუსეთი გვთავაზობს მხოლოდ წარსულს. უფრო საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის სურათს. არადა, ვხედავთ, რომ რუსეთიდან რუსები თავად გამორბიან... ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების მოქმედებით, ფაქტობრივად, ამ სივრცეს თანხმობას ვუცხადებთ

ეს კი პრობლემას უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან, კერძოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ წლის ბოლოს უნდა მიიღოს.

ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროპულ რეკომენდაციებს და სულ უფრო ხშირად გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ეს ტრაგედია არ იქნება.

ეს არის ის, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს. იმის ფონზე, რა წარუმატებლობაც აქვს რუსეთს უკრაინაში, საქართველოსთან ურთიერთობით კრემლს უნდა აჩვენოს თავის მოსახლეობას, რომ საქართველო მაინც რჩება რუსული გავლენის სფეროში და იგი კრემლის კონტროლის ქვეშაა.

იმის ფონზე, რა წარუმატებლობაც აქვს რუსეთს უკრაინაში, საქართველოსთან ურთიერთობით კრემლს უნდა აჩვენოს თავის მოსახლეობას, რომ საქართველო მაინც რჩება რუსული გავლენის სფეროში და იგი კრემლის კონტროლის ქვეშაა

- ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახლა ჩვენი ხელისუფლება დასავლეთს კი არ ეთამაშება, არამედ დასავლეთის შანტაჟზეა გადასული. შანტაჟის არსი დაახლოებით ასეთია - თუ არ მიგვიღებთ ისეთს, როგორიც ვართ, აგერ გვყავს პარტნიორი რუსეთის სახით და ჩვენ რუსეთთან ვითანამშრომლებთ.

რამდენად საფუძვლიანი და მკაფიოა იმის ნიშნები, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს აშანტაჟებს?

- ეს შანტაჟი არ არის. იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს სამუშაო და სათხოვარი, რომ გავხდეთ მათი მოკავშირე და მათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი მომავლის ფორმირებაში, ვერ დააშანტაჟებ.

რამდენიმე ევროპელმა დიპლომატმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა - ევროკავშირი საქართველოს გარეშე იარსებებს, მაგრამ, რამდენად შეძლებს საქართველო მისი მომავალი აშენოს, როგორც დამოუკიდებელმა, სუვერენულმა, დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ ევროკავშირთან დაახლოების გარეშე, ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს სამუშაო და სათხოვარი, რომ გავხდეთ მათი მოკავშირე და მათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი მომავლის ფორმირებაში, ვერ დააშანტაჟებ

ასეთია მოცემულობა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპამ საქართველოს მიმართ დაკარგოს ინტერესი. უკრაინა და მოლდოვა გახდება ევროპული სივრცის ნაწილი, საქართველო დარჩება ევროპული პერსპექტივის გარეშე.

- ანუ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავად დასავლეთმა ჩაიქნიოს ხელი საქართველოზე...

- ეს მიზანმიმართულად ხდება თუ ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის გამო, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ევროპაში ბევრი ქვეყანა საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის თუ კიდევ სხვადასხვა მიზეზთა გამო.

უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებამ ამგვარი დამოკიდებულებები შეცვალა და საქართველოს გაუჩინა ისტორიული შანსი გახდეს ევროკავშირის ეკონომიკური, ფინანსური, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

სწორედ იმის გამო, რომ ევროპულ რეკომენდაციებში ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, პოლიტიკური რეფორმა, ჩვენი ხელისუფლება სწორედ მათ შესრულებაზე ამბობს უარს. და ამას აკეთებს იმის გამო, რომ ეშინია ძალაუფლების დაკარგვა.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს რაიმე ფორმით ხელისუფლებიდან წასვლას. ევროპაში ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ „ქართულ ოცნება“ არ აპირებს არც რეფორმების ჩატარებას და არც ძალაუფლებიდან წასვლას. ეს კი ევროპაში ფაქტობრივად დემოკრატიისთვის უარის თქმას ნიშნავს. პრობლემა სწორედ ამაშია. რუსეთი ამას ძალიან კარგად ხვდება. „ქართული ოცნება“ მათთვის ეს კომფორტული ხელისუფლებაა.

ევროპაში ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ „ქართულ ოცნება“ არ აპირებს არც რეფორმების ჩატარებას და არც ძალაუფლებიდან წასვლას. ეს კი ევროპაში ფაქტობრივად დემოკრატიისთვის უარის თქმას ნიშნავს

ევროპელი პოლიტიკოსებისთვის გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია არ არის პოლიტიკური მიზანი. მათი ყველა ქმედება, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური თუ ფინანსური, მიმართულია რუსეთთან დაახლოებაზე. ამაზე ევროპის დედაქალაქებში უკვე ღიად საუბრობენ.

თუ ასე გაგრძელდა რუსეთთან დაახლოება და ევროკავშირთან მუდმივი კონფრონტაცია, საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის თემა უბრალოდ, დაიხურება. სამწუხაროდ, ეს არის ის, რაც ჩვენ გვესმის ევროპის დედაქალაქებიდან, ჩვენი პარტნიორებიდან.

თუ ასე გაგრძელდა რუსეთთან დაახლოება და ევროკავშირთან მუდმივი კონფრონტაცია, საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის თემა უბრალოდ, დაიხურება. სამწუხაროდ, ეს არის ის, რაც ჩვენ გვესმის ევროპის დედაქალაქებიდან, ჩვენი პარტნიორებიდან

რუსეთის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯი სწორედ იმას ემსახურება, რომ საქართველო ჩამოშორდეს თავის ევროპულ პერსპექტივას. ეს არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს იმ წარუმატებლობის ფონზე, რომელიც მას უკრაინაში აქვს და საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მინიმუმ კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეს. ეს არის ის, რაზეც „ქართულ ოცნებას“ საუბარი და დანახვა არ უნდა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს