ლევან ბეჟაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით მივიღებთ ცესკოს, რომელსაც სრულად „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს და მისი საარჩევნო შტაბის დავალებებს შეასრულებს

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით მივიღებთ ცესკოს, რომელსაც სრულად „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დავალებებს შეასრულებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ ცვლილებებით კვლავ ხდება „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაცია და მიტაცება, პრეზიდენტს ართმევენ ცესკოს თავმჯდომარის და წევრის წარდგენის უფლებამოსილებას აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად და პარლამენტის თავმჯდომარე ხდება მთავარი წარმდგენი სუბიექტი, რაც გამორიცხავს იმთავითვე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და ჩვენ მივიღებთ ცესკოს, რომელიც სრულად იქნება დაკომპლექტებული „ქართული ოცნების“ მიერ და შეასრულებს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის დავალებებს,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას