გივი მიქანაძე - რადიკალურმა ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა

მართალია ოპოზიცია ცდილობს დააკნინოს უმრავლესობის საპარლამენტო საქმიანობა, მაგრამ საზოგადოება ხედავს და გრძნობს იმ ხელშესახებ შედეგებს, რაც პარლამენტის საქმიანობიდან გამომდინარეა. შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეთ ის შედეგები, რაც გასულ კვირას „გორბის" სოციოლოგიური კვლევით გამოვლინდა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, კვლევის ძირითადი მონაცემებით: „ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მეტად რესპონდენტები საქართველოს მთავრობას ენდობიან (62%-იანი მხარდაჭერა); არასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების" მხარდაჭერა გაიზარდა და 53% შეადგინა, რესპონდენტთა 82% სრულად იზიარებს „ქართული ოცნების" პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა ომში".

„ყველა ეს მონაცემი მიუთითებს ერთ მთავარზე, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ განიცადა სრული კრახი. მიზეზი ამისი თვალსაჩინოა: რადიკალური ოპოზიცია დაუპირისპირდა ქვეყანას, საკუთარ ხალხს, რამეთუ ითხოვს სანქციებს საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. „გორბის" კვლევამ და ორიოდე კვირის წინ ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ცალსახად წარმოაჩინა თუ რა სურს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ვის უცხადებს ნდობას. დიახ, ის მხარდაჭერა რაც „ქართულ ოცნებას" აქვს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან, შედეგია ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე, თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული პრაგმატული პოლიტიკისა, რომლის მიზანიც ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა და ღირსებით ევროპული ოჯახში ინტეგრაცია წარმოადგენს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე