ირაკლი კობახიძე - ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია, ის სხვის დავალებებს ასრულებს, იღებს დაკვეთებს, უცხოური აგენტია - სპეკულაციებს შეეშვას

ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია - ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები; მეორე კი ის, რომ ყოველთვის ასრულებს გარედან მიღებულ დავალებას, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომ გუშინ, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო მობილიზებული, რომელიც მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ განაწყო.

კობახიძის თქმის, აღნიშნული 20 კაცი არავის უნახავს.

„მგონი, არავის უჩვენებია ეს 20 კაცი ხომ?! რაღაც აბსტრაქტული 20 კაცი არსებობს. თან ნიღბიანები იყვნენო და იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა. თვალებიდან ამოიკითხა, ეტყობა, მათი ღიმილი და როგორი ღიმილი იყო, ესეც დააკონკრეტა. მარტივი სპეკულაციაა. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მგონი, სჯობს, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს. მისი მთავარი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ ყოველთვის დავალებებს ასრულებს, იღებს დაკვეთებს, უცხოური აგენტია. იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს - გახსოვთ, რა ილაპარაკა ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე. ასევე, მოისმინთ, რა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილზე - სამარცხვინო ცილისწამების მთელი კასკადი. ეს გასაკვირი არაა. როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასმას ცდილობს, აწმყოზე რომ იგივეს აკეთებს, გასაკვირი არაა. სინამდვილეში, ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები; მეორე - ის ყოველთვის ასრულებს გარედან მიღებულ დავალებას. მერწმუნეთ, ვერავინ დაასწრებდათ 20 კაცის გადაღებას. სპეკულაციებს შეეშვას და მიხედოს საკუთარ პრობლემებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან „15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“.

როგორც „ინტერპრესნიუს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს