შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სამომავლო სტრატეგიის საკითხებში კორეის პრეზიდენტის უფროს მდივანს, ჯანგ სუნგ მინის შეხვდა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეას შორის ინტენსიურ კავშირებს, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას.

„თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო და კორეა მხარს უჭერენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-კორეის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოში კორეის სრულუფლებიანი საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენების დანიშვნა, უვიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შემოღება. ასევე, ხაზი გაესვა ნენსკრა ჰესის პროექტის მნიშვნელობას საქართველო-კორეის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში და ხაზი გაუსვეს ახლო მომავალში უკრაინის სასიკეთოდ ომის დასრულების მნიშვნელობას. ჯანგ სუნგ მინმა შალვა პაპუაშვილს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ კორეა მზად არის, გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას