ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ ჩავიბარეთ გაპარტახებული სამედიცინო სფერო, რომლის მიზეზიც გაუაზრებელი პოლიტიკა იყო

ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად არავის დასაძრახი და შესასწორებელი არ აქვს იმ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელსაც ჯანდაცვის, დევნილთა განსახლების თვალსაზრისით და სოციალური მიმართულებით ატარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის" ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, საქართველო სოციალური სოლიდარობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამაგალითოა.

„გამოწვევები არსებობს, რადგან ჩვენ ჩავიბარეთ გაპარტახებული სამედიცინო სფერო, რომლის მიზეზიც იყო გაუაზრებელი პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ტარდებოდა. ყველაზე მწვავედ ეს თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენმა მოქალაქეებმა შევიგრძენით მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის საფრთხის წინაშე დავდექით. ეს იყო დიდი გამოწვევა და ვთვლი, რომ კარგად გავართვით თავი. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ოჯახის წევრი და ახლობელი, მაგრამ ძალიან ბევრი გაკვეთილიც ვისწავლეთ და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ვერავინ დაძრახავს სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ რეფორმები, რომელიც ტარდება არის ძალიან მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან მედიკოსების შრომის ანაზღაურებაზეც ისაუბრა.

„მართლაც ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებიან მედიკოსები, ექთნები, ექიმები რეგიონებში და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც დარეგულირება სჭირდება. რეგიონებში არიან კვალიფიციური მედიკოსები, მაგრამ მათ არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება და სამინისტრო ამ მიმართულებითაც ფიქრობს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში