პრემიერი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენაზე - თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ

თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ამით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რკინიგზის აღდგენის მიმართულებით არაფერი ხდება და ჟურნალისტები სიცრუეს ავრცელებენ.

„ნუ ავრცელებთ ტყუილებს, არაფერი არ ხდება და წყნარად იყავით! თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს აუცილებლად მოხდება, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და დასავლელი პარტნიორებს აზრს, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ქვეყნის გადარჩენასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობს.

მისივე თქმით, საქართველოში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, რასაც მთავრობამ სწორი პოლიტიკით მიაღწია.

„ჩვენ ქვეყნის გადარჩენასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ვცდილობთ. დღეს ქვეყანა მდიდრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა. დღეს უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა. ქვეყანას 5 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვი აქვს. საიდან შევძელით ეს? ეს ყველაფერი ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. ეს ყველაფერი, თანდათან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე აისახება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს