სალომე სამადაშვილი - ჩვენზე გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს მოლდოვას, მაგრამ ეს სახელმწიფო ახერხებს იმას, რომ ევროკავშირთან კოორდინირებული პოლიტიკა აქვს, ამიტომ მიიღო სტატუსი და დაიწყებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს სწრაფად

რეჟიმის ამოცანაა, რომ როცა რუსეთი საგრძნობლად დამარცხდება უკრაინაში, ვლადიმერ პუტინს უკვე ჰქონდეს სრულად გადაფორმებული კონტროლი საქართველოზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა.

„ჩვენზე გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს მოლდოვას, მაგრამ ეს სახელმწიფო ახერხებს იმას, რომ ევროკავშირთან კოორდინირებული პოლიტიკა აქვს, ამიტომ მიიღო სტატუსი და დაიწყებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს სწრაფად. ამის პარალელურად ახერხებს იმასაც, რომ არ დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმეტად დაძაბავს ურთიერთობებს რუსეთთან. ამიტომ "ქართული ოცნების" განაცხადი, რომ მათი პოლიტიკა არის ბალანსირების პოლიტიკა, არის ტყუილი. "ქართული ოცნება" არ არსებობს, არსებობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელსაც დღეს მიტაცებული აქვს ხელისუფლება. ამ რეჟიმის ამოცანაა, რომ იმ დროისთვის, როცა რუსეთი საგრძნობლად დამარცხდება უკრაინაში, ვლადიმერ პუტინს ჰქონდეს სრულად გადაფორმებული კონტროლი საქართველოზე. ესაა ამ ხელისუფლების ამოცანა, არ არის მათი ამოცანა არც დაბალანსება ჩვენი ინტერესების, არც კანდიდატის სტატუსის მიღება - ნახეთ როგორც იქცევა მოლდოვის ხელისუფლება და შეადარეთ საკუთარი ხელისუფლების საქციელს,"- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებამ" სუვერენული საქართველოს პოლიციას უბრძანა "ნიღბებით დაეცვათ მათი მოძმეების სისხლი რომ აქვთ ხელზე იმ ადამიანების ღრიანცელი და ღრეობა ჩვენს ქვეყანაში".

"ლავროვი არის პუტინის ჯალათი და მის ხელზე არის ქართველი ხალხის სისხლი, საკუთარ სამარეს რომ ათხრევინებდნენ იმ ხალხის სისხლია ლავროვის ხელზე, იმ ბავშვების ვინც ამოჟლიტა უკრაინაში, გაუბედურებული ადამიანების სისხლია მის ხელზე და ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარ, ქართულ პოლიციას, დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის პოლიციაზე გასცა ბრძანება, რომ სისხლიანი ხელების მქონე ოჯახის წევრები, რომლებიც დასანქცირებულია ევროკავშირის და ამერიკის მიერ, რადგან სისხლიანი რეჟიმის ნაწილები არიან, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციას უბრძანა, გაეკეთებინათ სახეზე ნიღბები და ნიღბებით დაეცვათ მათი მოძმეების სისხლი რომ აქვთ ხელზე იმ ადამიანების ღრიანცელი და ღრეობა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ გაჩუმდეს, ბოდიში მოიხადოს და გააკეთოს განცხადება, რომ შეუერთდება სანქციების პოლიტიკას და სანქცირებული ადამიანები საქართველოში ვერ ჩამოვლენ, მაშინ გასაგები იქნება ხალხისთვის, რა არის მათი პოლიტიკა,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას