ლევან ქარუმიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე დისკუსია "ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია"

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში წერს, ასეთი დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია.

„ნონსენსია. ასეთი დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს“, - წერს ქარუმიძე.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა „როსიისკაია გაზეტას“ განუცხადა. მისივე თქმით, ეს შესაძლებელს გახდის, სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი საკონსულო მხარდაჭერის არსებობას.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს