შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩის“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი - არეულობის წაქეზება - პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან

„დროას“, „გირჩის“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი - არეულობის წაქეზება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჯგუფები საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა არა აღნიშნულ ჯგუფებზე, არამედ დონორებზე იქნება.

„დროას“, „გირჩის“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი - არეულობის წაქეზება. პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან და თავადაც აღიარებენ ამას. ჩვენ ვნახეთ „გირჩის“ შემთხვევაში, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს ყალბი "ენჯეოების" გამოყენებით, პირდაპირ ხდება დაფინანსება, მათ შორის, სემინარების ჩატარება, სადაც იარაღის ტრიალი მიდის ახალგაზრდების მხრიდან და ხდება მათი შეგუება იარაღთან და ეს დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან. ასევე, „დროასაც“ აქვს ისეთივე სქემა, აქვს ყალბი "ენჯეო", რომლითაც პარტიაში ხდება ფულის შესვლა საზღვარგარეთიდან. ეს ფულიც არის სხვადასხვა წყაროდან, მთელი პარადოქსი ეს არის ამ სიტუაციის, რომ არის როგორც კეზერაშვილიდან, ისე რუსეთიდან დაფინანსება და ზოგიერთი სხვა უცხოური ფონდიდანაც და მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი ვხედავთ რაც არის - ეს არის არეულობის მოწყობა და რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, დონორები, რომელთა ფულითაც ხდება საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება, გაემიჯნონ ამ ორგანიზაციებს, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი ექსცესი და ნებისმიერი შემთხვევა, ვინმე, რომ დაშავდეს და ყველაფერი, სწორედ ამ დონორების მხრებზე იქნება. თუკი მათ აქამდე არ იცოდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე, თუკი აქამდე ფიქრობდნენ, რომ რაღაც აქტივებს ახალისებდნენ, ბოლო პერიოდში დადასტურდა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ - არეულობა და აქ პასუხისმგებლობა არის არა იმდენად ამ ჯგუფებზე, არამედ მათზე, ვინც აფინანსებს და ასულდგმულებს ასეთ ჯგუფებს, ვინაიდან ამ ჯგუფებს ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე პასუხს ეუბნება და მარგინალური ჯგუფები არიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას