იაგო ხვიჩია - თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ - „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი

ახლა თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის” ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, შეიძლება „ქართული ოცნება“ მომავალში აზრზე მოვიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

„ამერიკელი მეგობრები მოსამართლეებს გისანქცირებენ და შენ იძახი, რომ ჩვენი მოსამართლეები მაგრები არიან, საჭირო არიან ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ხოხბები უყვართ, ალაზნის პირად რომ დაფრთხიალებენ. ხომ ხვდებით, რომ არასერიოზულია პარტნიორებთან ასეთი ტიპის ურთიერთობა. საქართველოს მთავრობა ახლა ისევე იქცევა დასავლელ პარტნიორებთან როგორც ქართველ ხალხთან იქცევა და ქართველ ხალხთან როგორც იქცევა, ჩემი აზრით, მაგას არ ჰქვია პატრიოტული ქცევა.

„ქართული ოცნება“ ყველას, გარდა რუსეთისა, ეძახის „ნაცებს“. ყველაფერს ერთად რომ შევხედოთ, ჩვენ ახლა თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი. შეიძლება ისევ შეცვალონ, მოატრიალონ, აზრზე მოვიდნენ, რაღაც ქნან, მაგრამ ამ წუთას რომ ასე არ არის და არანაირი ნიშანი არ არის ამისა, ეს ფაქტია.

ტურბულენტობაში გადარჩენა კი არა, უბრალოდ სიბრიყვეა ახლა რუსეთის გულშემატკივრობა. განა იმიტომ, რომ რუსი გიყვარს ან გეზიზღება, არამედ იმის გამო, რომ აგებს. F16-ებს რომ აძლევს ამერიკა უკრაინელებს რუსების წინააღმდეგ, როგორ შეიძლება დაუშვა, რომ აძლევენ იმიტომ, რომ ომი წააგონ, ეს ხომ ამერიკული შეიარაღებისა და რეპუტაციის შეურაცხყოფა იქნებოდა. ცხადია, რომ ამ ომს რუსეთს არავინ არ მოაგებინებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში