ზვიად ძიძიგური - სადღესასწაულო გაფორმებაში ევროკავშირის დროშა აღარ მონაწილეობს, რაც მიზეზის გარეშე არ ხდება - ხელისუფლება ორცეცხლშუა წვალობს

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის 250 - წლიანი ისტორიის განმავლობაში, ერთი წელი არ ყოფილია, რომ რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოსთან.

როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამწვავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და აშშ-სთან ურთიერთობებს და კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ევროკავშირის დროშა იქ კიდია, მაგრამ ის დროშა, რომელიც მუდმივად ეკიდა. სადღესასწაულო გაფორმებაში ევროკავშირის დროშა, ახალი ფორმატით, აღარ მონაწილეობს. ეს, რა თქმა უნდა, მიზეზის გარეშე არ ხდება. ამას თავისი მარტივი მიზეზი აქვს, ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ორცეცხლშუა, წვალობს. არც ევროპასთან უნდა საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა, თუმცა ვხედავთ, რომ მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამწვავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ამერიკასთან ურთიერთობებს და ართულებს კანდიდატის სტატუსის მიღების ნაწილსაც. ამავე დროს ხელისუფლებას უნდა, რომ რუსეთს დაანახოს - ისე არ ვაკეთებ, როგორც უნდათ. ორცეცხლსშუაა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„როგორც კი მომწიფდება კანდიდატის სტატუსის მიღების დრო, ყოველთვის ისეთს აკეთებენ, რომ მეტად გაართულონ ურთიერთობა. აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რუსულ-ქართული ურთიერთობის 250 წლიანი ისტორია გვაქვს. ამ 250 წლის განმავლობაში, ერთი წელი არ ყოფილია, რომ რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოსთან.

რუსეთის არსებობის განმავლობაში, როდის მომხდარა რამეს თათი დაადო და უკან დათმო, ასეთი რამ ისტორიაში არ არსებობს. ამ საკითხებს უფრო პრაგმატულად უნდა შევხედოთ და ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ის , რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს: ჩვენ გვჭირდება ინტეგრაცია დასავლურ სამყაროსთან და მეგობრობა აშშ-თან - ეს არის ერთადერთი დაცვა.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რას ნიშნავს რუსული ჩექმა და ილუზიები, რომ რუსეთთან მეგობრობით, შეიძლება რამე პოზიტიურს მიაღწიო შენი ქვეყნის განვითარებაში, ეს აპრიორი საქართველოში მიღებულია, როგორც აქსიომა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში