ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ძლიერი ხანძარია.
ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
კორპუსის მცხოვრებთა ნაწილმა შენობა უსაფრთხოების მიზნით დატოვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"