სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება, მიუხედავად გარკვეული გადაუჭრელი საკითხებისა, დარეგულირებას უახლოვდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხები ტექნიკური ხასიათისაა.
„ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ, ჩემი აზრით, ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენს კოლეგებთან აზერბაიჯანის მხრიდან და კოლეგებთან სომხური მხრიდან - ისინი წმინდა ტექნიკური ხასიათისაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება, რათა გადაუჭრელი საკითხები მოგვარდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"