გედევან ფოფხაძე - საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება - ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება - გამოვრიცხავ, წლის ბოლომდე ის პატიმრობაში დარჩეს

თეორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ ნიკა შესაძლოა წლის ბოლომდე პატიმრობაში დარჩეს. მგონია, ძალიან მალე ნიკა თავისუფალი იქნება. გასაგებია, რომ ნიკა ციხეშია. მაშინ, ალბათ, ნიკა მარტო აღარ იქნება ციხეში, ბევრი სხვა მივემატებით მას და ეს იქნება ფართო მასშტაბიანი რეპრესიების წინაპირობა, პუტინის სტილში, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რიტორიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალების აქტს ექნებოდა ლოგიკური გაგრძელება.

„მეორე მხრივ, არის სანქცირებული მოსამართლეები, მათი პოლიტიკური დამკვეთები მათკენ აპელირებას ამ ქვეყანაში საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ამ მოთხოვნის გაჟღერებისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია არის სწორი ლოკაცია, ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ინსტიტუციაზე და არა პერსონალზე. ჩვენ პირადად სალომე ზურაბიშვილს არ ვეხებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტპატიმარი და არის მართლმსაჯულება, რომელსაც დასავლეთმა შესაბამისი ადეკვატური შეფასება მისცა, პრეზიდენტი თავისი შეწყალების ინსტიტუტით შეიძლება გამოსავალი ყოფილიყო, რომ მე-7 რეკომენდაცია შესრულებულიყო და ქვეყანაში არ ყოფილიყვნენ პოლიტიკური პატიმრები.

თეორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ ნიკა შესაძლოა წლის ბოლომდე პატიმრობაში დარჩეს, მგონია, ძალიან მალე ნიკა თავისუფალი იქნება. გასაგებია,რომ ნიკა ციხეშია. მაშინ, ალბათ, ნიკა მარტო აღარ იქნება ციხეში, ბევრი სხვა მივემატებით მას და ეს იქნება წინაპირობა ფართომასშტაბიანი რეპრესიების, პუტინის სტილში იმიტომ, რომ მე არ მგონია, საზოგადოებამ დიდი ხანი მოითმინოს საქართველოში ევროპული არჩევანის საბოტაჟი. მე ამ სცენარს გამოვრიცხავ, პირდაპირ გეტყვით. საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ის ვერ დარჩება. საქართველო ძალიან მალე გათავისუფლდება, ნიკაც თავისუფალი იქნება და საქართველოც. მე ამაში იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ვერსიებს არ განვიხილავ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო