სერგო ჩიხლაძე -  „ქართული ოცნება“ ისე მიექანება რუსეთისკენ, როდის და სად გაჩერდებიან, ამის პროგნოზი ძნელია - ღარიბაშვილმა ბოლო ხუთ დღეში, ორი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხის ჩასაძირად

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში ორი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხის „ჩასაძირად“.

ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ GLOBSEC-ის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა არის ანტიუკრაინული.

მისივე შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ნარატივზე „გადაჯდა“.

„მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსი არ არის, რუსები არიან. ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი რუსი. ეს ერთ მომენტში არ დამდგარა, აქეთკენ მივდიოდით და ბოლო ერთი წელია ისე მიექანებიან რუსეთისკენ, რომ როდის და სად გაჩერდებიან, ძალიან ძნელია ამის პროგნოზი.

ყველაფერი ტყუილია, რაც ღარიბაშვილმა ისაუბრა. 5 დღის განმავლობაში ორი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხის ჩასაძირად. პირდაპირ რუსეთის ნარატივზე გადაჯდა.

ნატო და ევროკავშირი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და ვინც ამბობს, რომ - „რუსეთს კარგად დაველაპარაკები და შეიძლება პროცესი დაიწყოს აფხაზეთთან ან სამაჩაბლოსთან მიმართებაში“, ეს არის სიბრიყვე და ქვეყნის ინტერესების ღალატი.

ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა არის ანტიუკრაინული, რა თემაზე არ უნდა გამოდიოდეს. კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით, რომ წავიდეს კონფერენციაზე, იქაც უკრაინას დაადანაშაულებს. იქაც იტყვის: „ხო, უკრაინამ უნდა დათმოს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი