არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია უკვე რეალურად არის დაშლის პროცესში, რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ მათზე საუბარს

საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის“ სურვილია, რომ საქართველო დაასანქცირონ და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„რადიკალური ოპოზიცია უკვე რეალურად არის დაშლის პროცესში, რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ მათზე საუბარს და მეტი დრო უნდა დავუთმოთ იმ საქმეებს, საკითხებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. თუ დააკვირდებით რადიკალურ ოპოზიციას მომავლის დღის წესრიგი არ აქვს, არცერთ რეალურ თემაზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება, მათ არგუმენტები და ინიციატივები არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი რასაც აკეთებენ არის ხალხის ემოციებზე მანიპულირება და ისინი ცდილობენ გამოიწვიონ რაღაც მღელვარება თუ დესტაბილიზაცია და ამით თავისი არსებობა გაამართლონ. ამიტომ სულ უფრო ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ მათ და მეტი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს.

რაც შეეხება ევრორეკომენდაციებს, საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ევრორეკომენდაციები პირნათლად შესრულდეს. ამ მომენტისთვის 80% რეკომენდაციების შესრულებული გახლავთ. რა თქმა უნდა, არის ნაწილი, რომელიც ოპოზიციაზე არის დიდწილად დამოკიდებული, თუმცა ვხედავთ, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულება დაბლოკონ. ეს რისთვის სჭირდებათ პირდაპირ თქვეს, პეტრე ცისკარიშვილმა და სალომე სამადაშვილმა, მათ თქვეს, რომ უნდათ დაასანქცირონ საკუთარი ქვეყანა, მათ უნდათ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ამიტომ ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ, ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხს გავცემთ და დარწმუნებული ვარ საზოგადოებაც არჩევნებში პასუხს გასცემს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს