მამუკა მდინარაძე - გაგიკვირდებათ და მე დღეს გაცილებით პოზიტიური მოლოდინი მაქვს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით - როგორც მინიმუმ, ის არ დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს ვითომ კრიტიკული განცხადებით

გაგიკვირდებათ და მე დღეს გაცილებით პოზიტიური მოლოდინი მაქვს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით - როგორც მინიმუმ, არ დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს ვითომ კრიტიკული განცხადებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიუსელში დღეს დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებულ მოლოდინზე.

მან განმარტა, თუ რის საფუძველზე აქვს დღეს პრეზიდენტისგან პოზიტიური მოლოდინი.

„გაცილებით პოზიტიური მოლოდინი მაქვს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ, მან ნახა საზოგადოების უმწვავესი რეაქცია იმ გამოსვლაზე (არ შევაფასებ), რომელიც მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე გააკეთა. საზოგადოების რეაქცია იყო მწვავე, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები უმაღლესი ტრიბუნიდან, ევროპული ტრიბუნიდან დღეს აღარ გაკეთდება და ამიტომ ჩემი პოზიტიური მოლოდინი მხოლოდ ჩემს ოპტიმისტობას არ დააბრალოთ. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე დღეს გაცილებით ობიექტური იქნება, თუ ობიექტურობის 1% სადმე იყო მის წინა გამოსვლაში, ვიდრე იმ გამოსვლის დროს. ის, როგორც მინიმუმ, არ დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს ვითომ კრიტიკული განცხადებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მმართველი პარტია პრეზიდენტთან დაპირისპირებაში არ შედის.

„ჩვენ გავავრცელეთ განცხადება იმის შესახებ, რომ არ შევდივართ დისკუსიაში იმიტომ, რომ ცუდი სუნი უდიოდა და უდის ამ ყველაფერს, რატომ შეიძლება შემოდიოდეს პრეზიდენტი ასეთ მწვავე დაპირისპირებაში. შეიძლება, რაღაც ცუდი გეგმის ნაწილი იყოს და ა.შ. ეს მხოლოდ ვარაუდია და ამ ვარაუდის არგამართლება გარკვეულწილად შეიძლება ჩვენზეც იყოს დამოკიდებული, რის გამოც პოლიტსაბჭოს განცხადება გავრცელდა, რომ ჩვენ არ შევდივართ ამ დაპირისპირებაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13 - წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 17:00 საათზე იგეგმება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს