მუშთაიდის ბაღში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში დიდუბესა და დიღმის მასივში მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების პატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით დღეს ბავშვებს გასართობი სივრცეები და ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ ემსახურებოდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პატარებს ასევე საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზის ისტორიას და მუშთაიდის პარკში დღემდე შემორჩენილ რამდენიმე საინტერესო ძეგლსა და რელიკვიას.

„მინდა პატარებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციასთან ერთად დღეს ვმასპინძლობთ პატარებს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავულამაზოთ ბავშვებს დღევანდელი და ხვალინდელი დღეც. ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე არიან სწორედ ისინი. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ პატარას. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად