გიგა ლემონჯავა - მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია, მოდით საღამოს პარლამენტის შენობასთან, ერთად დავიცვათ თითოეული ჩვენგანის თავისუფლება

გუშინ, რუსულ „ომონად“ ქცეული საქართველოს პოლიცია, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან ახალგაზრდებს. წაართვა, დაუხია პლაკატები და უკანონოდ დააკავა ათი ახალგაზრდა, - ამის შესახებ პარტია “დროას” აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავხედური თავდასხმა, თითოეული ჩვენგანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე რაც მონიჭებული გვაქვს დაბადებით, საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.

„ეს არის თავხედური თავდასხმა რომელსაც სჭირდება პასუხი. ისინი გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რაც მათ უნდათ, პლაკატზე შეგვიძლია დავაწეროთ მხოლოდ ის, რაც მათ მოსწონთ. არა! - ჩვენ ვიტყვით იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. პლაკატზე დავწერთ იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ დავწეროთ. ერთადერთი სწორი პასუხი არის, დღეს, 21:00 საათზე, ბევრი ხალხი რუსთაველის გამზირზე, ბევრი საპროტესტო პლაკატით“, - აღნიშნა პარტია “დროას” აღმასრულებელმა მდივანმა.

ლემონჯავას თქმით, პოლიტიკური პარტია ,,დროა’’ სოლიდარობას უცხადებს თითოეულ დაკავებულს და უერთდება დღეს საღამოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას.

„მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მნიშვნელოვანია, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია.

მოდით საღამოს 21:00 საათზე პარლამენტის შენობასთან, ერთად დავიცვათ თითოეული ჩვენგანის თავისუფლება. არა რუსულ რეჟიმს!“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო