გიორგი ბოტკოველი - "რუსული ოცნება“ მხოლოდ ერთ რამეშია მიზანდასახული -  თავიდან ბოლომდე დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ბოლო დღეებში სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება რუსეთის მსგავსად, რეპრესიების გატარებას ცდილობს.

როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავიდან ბოლომდე რუსეთის ფედერაციას დაემსგავსოს.

„რუსული ოცნება“ მხოლოდ ერთ რამეშია მიზანდასახული და მხოლოდ ერთი რამისკენ ისწრაფვის, თავიდან ბოლომდე დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას და გაატაროს ყველა ის რეპრესიები, რასაც ამ წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს პუტინი. სწორედ ამას ჰგავს ზუსტად გუშინ, გუშინწინ ადამიანების დაკავების პროცესი. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პუტინის ქმედებებს ჰგავს, რომელითაც ბოლომდე მოსპეს რუსეთში, როგორც დემოკრატია, ისე სამოქალაქო საზოგადოება, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთოდ, ყველაფერი, თუ რამე დემოკრატიული არსებობდა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით შვიდი პირი დააკავეს. პარლამენტთან დააკავეს ასევე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს