„უკრჰიდროენერგო“ - კახოვკას ჰესი ვეღარ აღდგება - წყალსაცავი 4 დღეში გაქრება

ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ "უკრჰიდროენერგო" იუწყება.

„აფეთქების შედეგად სამანქანო დარბაზი მთლიანად განადგურდა. ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, კახოვსკას წყალსაცავის „დამუშავება“ უახლოესი 4 დღის განმავლობაში მოხდება. დილის 9 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა. „უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დადგენაზე. ინფორმაცია განახლდება“, - აცხადებენ „უკრჰიდროენერგოში“.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე „კრიტიკულ ზონაში“ დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებითა და მატარებლით მიმდინარეობს.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით