სალომე სამადაშვილი - გერმანია პოლიტიკურად მხარს გვიჭერს, მაგრამ  არსებობს შეშფოთება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობით წელს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა შეუძლებელი გახადა

გერმანია ეძებს გზას თუ როგორ შეიძლება მოიქცეს იმ ვითარებაში, როცა სურს ქართველ ხალხს ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში დაეხმაროს, მაგრამ ევროკავშირის მოთხოვნები დღემდე შეუსრულებელია - ამას ადასტურებს ინტერესი, რასაც გერმანიის მხრიდან შეხვედრების სახით ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერის ირაკლი ღარიბაშვილთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა საკმაოდ მძიმე იქნება და საუბარი ყველა იმ პრობლემებს შეეხება, რითაც საქართველოს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უქმნის.

სამადაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გერმანიის პოზიცია გადამწყვეტია.

„ლელოს“ გერმანიის დედაქალაქში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. შეხვედრები გვქონდა ყველასთან, ვინც საქართველოს თემაზე მუშაობს როგორც კანცლერის ოფისში, ასევე ბუნდესტაგში. ძალიან ნათელი სურათი დავინახეთ - ერთის მხრივ გერმანია ჩვენს ქვეყანას და ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს პოლიტიკურად მხარს უჭერს, მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს ძალიან დიდი შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობით შეუძლებელი გახადა მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო