ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ადვოკატებისა და პროკურორების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი ადვოკატებისა და პროკურორების მონაწილეობით ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თემაზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამერიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრას ატლანტას შტატის მოსამართლეები: ენნ ჰარისი და ჯეიმს ბოდიფორდი ესწრებოდნენ.

„სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა, საქართველოს პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო აღლემაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უფროსმა მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში, პატრიცია ვილდერმუტმა მიმართეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, კანდიდატების აცილება/თვითაცილებისა და მტკიცებულებების გამოკვლევასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ თემებზე ამერიკელი მოსამართლეებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს აშშ-ში დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად