პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

პროგრამის ფარგლებში ვანში თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობა და 3 სკვერი განახლდა. ასევე მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეები და განათება, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია, მიმდებარე კომერციული ფართებით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ 11.8 მილიონ ლარამდე შეადგინა.

სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დასრულებულია პროგრამის პირველი ფაზის პროექტები და დაწყებულია მეორე ფაზის სამუშაოები. ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით უკვე განახლებულია 727 შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები, საინჟინრო ქსელები, 92 სკვერი და 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში.

ვანში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება