ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ხმაური “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რაინდი დუმბაძის მიერ სოფელ ლაითურში წყლის სისტემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის შესახებ საუბარს მოჰყვა. მისი თქმით, აღნიშნულ სოფელში საკითხის გადასაჭრელად სოლიდური თანხა დაიხარჯა, მაგრამ ბოლო ორი კვირაა ადგილობრივებს სასმელი წყალი არ მოეწოდებათ. მან, ასევე, ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომელსაც მისი თქმით, ხელისუფლება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწერს. ოპოზიციის ამ განცხადებას უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შესვენება გამოაცხადეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს.

„პრობლემა აქვს სოფელ ლაითურის წყლის სისტემას, კარიერმა გამოუთხარა სათავე ნაგებობას ძირი და რეალურად წყლის დეფიციტია.ორი კვირაა მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება, ხალხი არის გაუსაძლის მდგომარეობაში. ახალი ჭაბურღილი გააკეთეს, რაც 70 ათასი ლარი დაჯდა და უკვე მწყობრიდან არის გამოსული. ასევე, დავაყენეთ საკითხი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, ქალაქის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით. ბატონი მერი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მიერ არის დაფინანსებული და უნდათ, რომ ევროკავშირის დაფინანსება უგულებელყონ. არ უნდათ, მოსახლეობამ გაიგოს იმის შესახებ, რომ რეალურად, ევროკავშირის თანხით კეთდება ყველაფერი. ოპოზიციის განცხადებას მმართველი პარტიის მხრიდან სხდომათა დარბაზის დატოვება მოჰყვა . აი, ასეთი პრეცედენტი საკრებულოს მუშაობის ისტორიაში არ მახსენდება,“ - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა რაინდ დუმბაძემ.

„მე და ჩემი კოლეგები ვსაუბრობდით ხალხის პრობლემებზე, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას ოზურგეთში. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროკავშირის დაფინანსებით 11 მილიონი მიიღო ოზურგეთმა და ევროკავშირის დაფინანსებით, მრავალი პროექტი ხორციელდება, რასაც ბატონი მერი ღარიბაშვილის დაფინანსებად „ასაღებს“. აღნიშნულზე გვქონდა შეკითხვები, შენიშვნები და ამის პასუხი იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა და დარბაზიდან გავიდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს,“ - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თათია ნიკოლაშვილმა.

თავის მხრივ, მმართველმა გუნდმა ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

„ჩვენ გამოვაცხადეთ შესვენება. სხდომის დატოვებასა და შესვენებას შორის არის განსხვავება. ვესწრებოდით სხდომას, იმ სიტუაციაში სხდომის ნორმალურად წარმართვა შეუძლებელი იყო. გავაფრთხილეთ, არ გაჭრა. მოვუწოდეთ დაეტოვებინათ საკრებულოს დარბაზი, არ დატოვეს . იძულებული გავხდით და გამოვაცხადეთ შესვენება. მოვიქეცით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათ უნდოდათ სხდომის ჩაშლა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ.

ამ დროისთვის სხდომა განახლებულია და საკრებულოს დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით