ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების ტრენერების ტრენინგ პროგრამას იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ტრენერთა ტრენინგისთვის „კიბერუსაფრთხოების სასწავლო პროგრამის (CSTP)“ ფარგლებში კანდიდატთა შერჩევას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი დაფინანსებულია - USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტრენინგებში ჩართვას შეძლებენ უმაღლესი განათლების ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს და მზად არიან მომავალში ტრენინგები ჩაატარონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

„ახალი პროგრამის ფარგლებში იგეგმება 40-მდე ტრენერის შერჩევა. სასწავლო პროცესს საერთაშორისო ექსპერტები და ტრენერები გაუძღვებიან. ტრენინგში მონაწილე წარმატებულ ტრენერებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრენერის პოზიციას შესთავაზებს.

შერჩეული კანდიდატები/ტრენერები დამატებით გაივლიან 40-საათიან ტრენერთა ტრენინგის (ToT) ჰიბრიდულ კურსს კიბერუსაფრთხოებასა და სწავლების მეთოდებში. ToT-ის მეშვეობით ისინი შეიძენენ სიღრმისეულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს. ტრენინგი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და პირისპირ ჩატარებული კურსების დროს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ KIU-ს საცხოვრებლებში.

კანდიდატების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროში ან გავლილი აქვთ შესაბამისი კურსი და ტრენინგები. კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიკაცია და სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2023 წლის 19 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ საბუთები (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@kiu.edu.ge დეტალები იხ. https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=464727 CV (რომელიც ასახავს შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას), სამოტივაციო წერილი. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=290&lng=eng

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ტელ.: *0197

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება