რომის პაპს ოპერაციას ჩაუტარებენ

რომის პაპს ოპერაციას ჩაუტარებენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს მუცლის ღრუში თიაქარის ოპერაცია ჩაუტარდება და რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

ვატიკანის განცხადებითვე, პონტიფიკოსის სამედიცინო გუნდმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ 86 წლის პაპისთვის ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო.

„შუადღით, პაპს ლაპაროტომიის ოპერაცია ჩაუტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ“, - განაცხადა ვატიკანის პრეს-სპიკერმა მატეო ბრუნიმ.

ცნობისთვის, დღეს პაპმა ფრანცისკემ, წმინდა პეტრეს მოედანზე, ყოველკვირეული აუდიენცია გამართა, თუმცა დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება