სამწუხაროდ, 1990-იან წლებში და 2008 წელს, ჩვენი თხოვნისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია დასავლეთის სათანადო რეაგირება. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და თავად ევროკავშირი საქართველოში რუსეთის ქმედებებს დღემდე არ ეძახის შესაბამის სახელს - ოკუპაციას - საბედნიეროდ, დღეს უკვე ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ევროპის ძლიერ, ერთიან და ეფექტიან რეაგირებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად მტკიცე ნაბიჯებს დგამს მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ახლოს უკანონო რუსული სამხედრო დანაყოფები დგას.
„ჩვენ ვცხოვრობთ გეოპოლიტიკური ცვლილებების მსოფლიოში, რაც იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და გარემოსთან დაკავშირებულ არასტაბილურობას. საქართველოს შემთხვევაში, ეს მტკივნეული პროცესი გამოიხატება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებით და საქართველოს სამეზობლოში არსებული სხვა ტიპის კონფლიქტებით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენ კარგად გვესმის უკრაინის ტკივილი. საქართველომ გამოცადა რუსული აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და საკუთარი ქალაქებიდან და სოფლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანანო გაძევება. რუსული ოკუპაცია და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციით“, საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედის მცოცავი ანექსიით.
სამწუხაროდ, 1990-იან წლებში და 2008 წელს, ჩვენი თხოვნისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია დასავლეთის სათანადო რეაგირება. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და თავად ევროკავშირი საქართველოში რუსეთის ქმედებებს დღემდე არ ეძახის შესაბამის სახელს - ოკუპაციას. ეს ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც აღიარებს რუსეთის ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.
საბედნიეროდ, დღეს უკვე ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ევროპის ძლიერ, ერთიან და ეფექტიან რეაგირებას.
ჩვენც უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენი სოლიდარობა გამოვხატეთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც. ჩვენ ვდგამთ მტკიცე ნაბიჯებს იმის მიუხედავად, რომ თბილისთან ახლოს უკანონო რუსული სამხედრო დანაყოფები დგას. საქართველო სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკის წინაშეა და ჩვენ არ ვართ დაცული ნატოს უსაფრთხოების ქოლგით, თუმცა, არსებული საშუალებებით სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს: