თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო პროცესი დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და 18:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ცესკოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო რეგულაციების დაცვით, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

„საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში 8:00 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი და ხმის მიცემა დაიწყო 9:00 საათზე. თითოეულმა ამომრჩეველმა ხმა მისცა იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ შესაბამის კურსზე. ამომჩეველმა აირჩიეს იმდენი კანდიდატი, რამდენიც განსაზღვრულია დადგენილი წესით.

თსუ თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე, 2 კანდიდატის წარმომადგენელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად