ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით "წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით "წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის "წითელმა ჯვარმა" და გაერომ, უკრაინის დახმარების შესახებ თხოვნებს ან იგნორირება გაუკეთეს ან დიპლომატიური ფორმულირებით უარი განაცხადეს.

“ხალხი, ცხოველები დაიღუპნენ. დატბორილი სახლების სახურავებიდან ხალხი დამხრჩვლებს ხედავს.

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხალხის გამოყვანა ძალიან რთულია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წითელი ჯვარი და გაერო ადგილზე “პირველები უნდა ყოფილიყვნენ სიცოცხლის გადასარჩენად,” ვინაიდან, ეს სტრუქტურები სწორედ ასეთი მიზნებისთვის იქნა შექმნილი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება