ვასო ურუშაძე - სანქციები ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის იმ წევრების წინააღმდეგ განიხილება, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სანქციების გვერდის ავლის პროცესის ხელშეწყობაში

სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრების წინააღმდეგ, იმ კონკრეტული თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ განიხილება, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან სანქციების გვერდის ავლის პროცესის ხელშეწყობაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული საკითხების მდივანმა და ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ის CNBC-ის სტატიას - „საქართველოს ეკონომიკამ რუსეთის იზოლაციით ისარგებლა, თუმცა, ახლა დასავლეთის შესაძლო სანქციების რისკის ქვეშაა“ გამოეხმაურა. ურუშაძე აცხადებს, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტში მესამე ქვეყნების დასანქცირებას განიხილავს, რომლებიც პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა რეგიონულ ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიეს.

2022 წლის მარტიდან, სახეზე იყო სანქციების რეალური ეფექტი, კერძოდ აპრილში დასავლური ქვეყნებიდან 70-80% ით შემცირდა ექსპორტი რუსეთში. 2022 წლის მაისიდან კი, პარალელური ექსპორტის ამოქმედების შედეგად, რუსეთმა მესამე ქვეყნების გამოყენებით იმპორტის აღდგენა დაიწყო. ფაქტობრივად, 2022 წლის სექტემბრიდან, რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა დაუბრუნდა პირვანდელ, სანქცირებამდე ნიშნულს. 2022 წლის ნოემბერში, 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, ევროკავშირმა ჯამურად 4.3 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირა ექსპორტი რუსეთში, ანალოგიურად შეამცირა აშშ-მ - 0.5 მილიარდი აშშ დოლარით, იაპონიამ - 0.4 მილიარდი აშშ დოლარით, რამაც იქონია დადებითი ეფექტი.

სანქციების შედეგად ბაზრებზე იმპორტირებული საქონლის დეფიციტი რომ არ წარმოქმნილიყო, რუსეთი იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება პარალელური ექსპორტის შემოღების შესახებ.

იქიდან გამომდინარე, რომ ევროპელმა მწარმოებლებმა უარი თქვეს პროდუქციის რუსეთის ბაზრებზე შეტანაზე, რუსეთის მთავრობამ საკუთარ კომპანიებს ნება დართეს გამოეყენებინათ პარალელური იმპორტის სქემა, რაც ნიშნავს, ბრენდების თანხმობის გარეშე, ოფიციალური დილერების გვერდის ავლით, საქონლის ქვეყანაში იმპორტს.

აქედან გამომდინარე ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტში განიხილავს მესამე ქვეყნების დასანქცირებას, რომლებიც ეხმარებიან პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციების გვერდის ავლაში. საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთს ექნება განსხვავებული მიდგომა, სანქციები არ იქნება გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, სანქციები განიხილება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრების წინააღმდეგ და იმ კონკრეტული თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სანქციების გვერდის ავლის პროცესის ხელშეწყობაში“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში