ნაჩო სანჩეზ ამორი - დეპოლარიზაცია არ არის ის, რაც შეიძლება მხოლოდ მთავრობას მოვთხოვოთ

თუკი ოპოზიციისთვის პოლარიზაცია არის ხელშემწყობი, ჩვენ უნდა დავაყენოთ ოპოზიცია იგივე საფეხურზე რაზეც არის მთავრობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეზ ამორმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიციური პარტიები პოლარიზაციას ანიჭებენ უპირატესობას, ევრო ინსტიტუტებმა იგივენაირად უნდა დაადანაშაულონ ოპოზიცია, როგორც მთავრობა.

„დეპოლარიზაცია არ არის ის, რაც შეიძლება მხოლოდ მთავრობას მოვთხოვოთ. თუკი ოპოზიციისთვის პოლარიზაცია არის ხელშემწყობი, ჩვენ უნდა დავაყენოთ ოპოზიცია იგივე საფეხურზე რაზეც არის მთავრობა. თქვენ ხართ მთავრობა, გაქვთ მეტი პასუხისმგებლობა, თქვენ უნდა იყოთ მოქნილები, მომთმენები. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. თუ პოლარიზაცია ხელშემწყობი იყო ოპოზიციური პარტიისთვის და ოპოზიციური მხარეები ანიჭებენ უპირატესობას პოლარიზაციას, რადგან მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, ჩვენ ევროპარლამენტმა, ევროპულმა ინსტიტუტებმა იგივენაირად უნდა დავადანაშაულოთ ოპოზიცია, როგორც მთავრობა“,- განაცხადა ნაჩო სანჩეზ ამორმა.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომელმაც დეპოლარიზაცია პირიქით გააძლიერა.

„მე ძალიან კრიტიკული ვიყავი ევროკომისიის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. თქვენ იცით, და ჩემმა კოლეგებმა ყველამ იციან, რომ მე ძალიან კრიტიკული ვიყავი ევროკომისიის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. ეს პოლიტიკური შეცდომაა, ვინაიდან ის მართალი არ იყო, თითქოს იგი იმისთვის იყო, რომ ქვეყანას დახმარებოდა. მისი მიზანი პოლარიზაციის შემცირება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მან პოლარიზაცია გააძლიერა, ვინაიდან მშვენიერი მიზეზია, რომ ოპოზიციამ მთავრობას უთხრას: „შენ ბოლო საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაში ჩავარდი“, - განაცხადა ნაჩო სანჩეზ ამორმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება