მედია - დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს, თუმცა ბრალდება ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა.

წყაროს ცნობით, ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს.

„მე უდანაშაულო ვარ. არაფერი დამიშავებია. უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წელს უკვე მეორედ წაუყენეს ბრალი. აპრილში, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას ბრალი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით 34 მუხლით წაუყენა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
მედია - დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს, თუმცა ბრალდება ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა.

წყაროს ცნობით, ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს.

„მე უდანაშაულო ვარ. არაფერი დამიშავებია. უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წელს უკვე მეორედ წაუყენეს ბრალი. აპრილში, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას ბრალი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით 34 მუხლით წაუყენა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება