იმერეთში „გემო ფესტის“ მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში გამართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება 17-18 ივნისს გაიმართება.

„პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, იმერეთში „გემო ფესტისთვის“ შერჩეულ მონაწილეებს ცნობილი შეფ-მზარეულები შეხვდნენ და კერძების შერჩევაში დაეხმარნენ. გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ადგილობრივ შეფებს რეკომენდაციები მისცეს და დაეხმარნენ კერძების ვიზუალურ გაფორმებაში. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა - სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება და სხვა.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

„გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი”, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება