ვოლოდიმირ ზელენსკი - კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა

კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ახლა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიო ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა ეკოციდთან და ადამიანურ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომელიც კახოვკის ჰესზე რუსულმა ტერაქტმა გამოიწვია. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ მასშტაბში უნდა იცავდნენ სიცოცხლეს, ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამაშველო მისიის ფორმირებას და გაგზავნას, როდესაც ზოგიერთი მსოფლიო სუბიექტი ვერ ბედავს თუნდაც მკაფიო და ძლიერი განცხადებებით გამოსვლას, რომლებიც ამ მორიგ რუსულ სამხედრო დანაშაულს დაგმობდნენ, ტერორისტები უბრალოდ იკვებებიან მსოფლიოს ამ სისუსტით, ამ გულგრილობით - იგი მათ ახალისებს. ეს უნდა დავძლიოთ და დავძლევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი საერთაშორისო ორგანიზაციებს აიძულებს, საერთაშორისო მხარდაჭერა ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში იყოს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს