,,გირჩი-მეტი თავისუფლებამ” პარტიის მე-3 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აირჩია.
რაც შეეხება პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას, ის ასეთია: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ბორის ყურუა, საბა ყაველაშვილი, ნიკა მოსიაშვილი, ვიტალი გუგუჩია, ანა ჩიქოვანი, ბადრი გრიგალაშვილი, გიორგი ახობაძე, რევაზ ჭელიძე.
ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ყრილობაზე დაამტკიცეს სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ცოტნე კობერიძე, ანა ყურაშვილი, მარიტა რატიანი, გელა ხასაია, მარიამ ნათენაძე, გიორგი მოსიაშვილი, ლევან ნიშნიანიძე, თემურ გორგაძე, ვახტანგ ზენაიშვილი.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გარდა პარტიის შიგნით მიმდინარე შერჩევის პროცესისა, ყრილობაზე განხილული იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიის სამომავლო გეგმები.
“"გირჩი-მეტი თავისუფლების" მესამე ყრილობაა, სადაც ფორმალურ ნაწილი განვიხილეთ, ხოლო დანარჩენი ნაწილი დისკუსიაზე საუბარს დავუთმობთ. კერძოდ, ჩვენს მხარდამჭერებთან ვისაუბრეთ, სად ვართ ახლა, როგორ ვხედავთ მომავალს და ამ პარტიის განვითარებას”, - განაცხადა ჯაფარიძემ.