იტალიაში საფრანგეთში მიმავალი თურქული სავაჭრო გემის გატაცების მცდელობა აღკვეთეს

იტალიაში საფრანგეთში მიმავალი თურქული სავაჭრო გემის გატაცების მცდელობა აღკვეთეს.

იტალიურმა სპეცდანიშნულების რაზმმა მიგრანტების ჯგუფი გააუვნებელყო.

როგორც მედია წერს, ბოროტმოქმედები თურქულ სავაჭრო გემზე იმალებოდნენ და მის გატაცებას ცდილობდნენ.

მედიის ცნობით, 15 ადამიანისგან შემდგარი არალეგალების ჯგუფი, რომელიც გემზე იმალებოდა, ნეაპოლის ყურეში თავს გემის ეკიპაჟს დაესხა. ზოგიერთი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.

ადგილზე გაგზავნილ იქნა იტალიის სამხედრო საზღვაო ძალების სპეციალური ქვედანაყოფი. საპატრულო კატარღებმა გემი დაბლოკეს, ხოლო სპეცრაზმი გემბანზე ვერტმფრენებიდან ჩავიდა.

„გამტაცებლები დაკავებულები არიან. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩემი მილოცვა სან-მარკოს ბატალიონის ბიჭებს, რომლებმაც ბრწყინვალედ დაასრულეს ერთობლივი ოპერაცია. შესანიშნავად შესრულებული სამუშაოა!", - გამოეხმაურა ოპერაციის დასრულებას Twitter-ში იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო.

ინციდენტს მეკობრეობის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება