ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და ანჯეი დუდა დღეს შეხვედრას გამართავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს პარიზში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ.

Ukrinform-ის ცნობით, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„კანცლერი ოლაფ შოლცი 2023 წლის 12 ივნისს გაემგზავრება პარიზში, სადაც შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში “, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა მიეძღვნება „რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას და ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტისთვის მზადებას".

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება