ვასო ურუშაძე - პრობლემის სათავე არის „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა - ქვეყანას სჭირდება რეალური ეკონომიკური განვითარება, რაც თავისთავად გამოიწვევს ავტოპარკის განახლებას

პრობლემის სათავე არის „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურებაზეც, ეკოლოგიაზეც და იმ მავნე პროცესებზე ქვეყანაში, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას , - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება.

მისი თქმით, რეალურად ქვეყანაში ავტოპარკის განახლება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან, რომ ახალი ავტომობილი ძველს ჯობია და ხელისუფლებამ უნდა მიუთითოს, რომ ძველი ავტომობილები აღარ იყიდონ და იყიდონ ახალი ავტომობილები. ეს არის წარმოუდგენელი აბსურდი, რეალურად ქვეყანაში ავტოპარკის განახლება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან, როცა იზრდება ადამიანების შემოსავალი, ისინი აახლებენ პირადი მოხმარების ნივთებს, როგორიც არის ავტომობილი, კომპიუტერი, ტელეფონი და ა.შ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეალური ეკონომიკური განვითარება, რაც თავისთავად გამოიწვევს ავტოპარკის განახლებას და ხელისუფლება, რომელმაც ჩააგდო ე.წ ტექდათვალიერების რეფორმა, რომელმაც საქართველოში დაუშვა უხარისხო საწვავის იმპორტი და ჩვენ ბოლო კვლევებით ვხედავთ, თუ რა ხარისხის საწვავი შემოდის საქართველოში, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ჰაერის დაბინძურებაზე და ეკოლოგიაზე და თუ ირაკლი ღარიბაშვილს მართლა აინტერესებს გარემოზე ზრუნვა, ჰაერის დაბინძურება ამ ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა დაინტერესდეს საწვავის ხარისხით, თუ რატომ არ მუშაობს ე.წ ტექდათვალიერების რეფორმა და რატომ არის ის მოჩვენებითი და სხვა უამრავი პრობლემით, რომელიც დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან და მნიშვნელოვანი გარემოება - ავტომობილის ასაკი არ არის დაკავშირებული პირდაპირ მის ზემოქმედებაზე ჰაერის დაბინძურების ნაწილში, ჰაერის დაბინძურებაზე მოქმედებს ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა და ბევრი ევროპული წარმოების ავტომობილი, რომელიც შეიძლება ათი წლის და უფრო მეტის იყოს, უფრო ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე მაგალითად რუსული წარმოების ახალი ავტომობილები. ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც ქვეყანა ეკონომიკურად არა თუ წინ, არამედ ფაქტობრივად არაინკლუზიურად ვითარდება, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი და მათი გარემოცვა მდიდრდება ამ ქვეყანაში და სხვა დანარჩენი საშუალო ფენა და საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ღარიბდება. აქედან გამომდინარე, პრობლემის სათავე არის „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ამავდროულად გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურებაზეც, ეკოლოგიაზეც და იმ მავნე პროცესებზე ქვეყანაში, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება