ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორს, გიორგი ვაშაკიძეს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრის დირექტორმა ბიუროს ხელმძღვანელს ცენტრის საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ დაარსების დღიდან, სასწავლო ცენტრში რამდენიმე ასეულმა მოსამსახურემ გაიარა მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა პროექტი, რომელსაც ცენტრი უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი, რომელიც სასწავლო ცენტრში რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს.

შეხვედრას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები, უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის უფროსი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება